მსოფლიოში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 45 ათასს გადააჭარბა. ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიაში ბოლო მონაცემებით 13 155 ადამიანია დაღუპული. უკვე მეორე დღეა გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია ესპანეთშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 864 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 100 ათასს გადააჭარბა.
გერმანიაში საგანგებო ზომები 19 აპრილამდე გაახანგრძლივეს. ანგელა მერკელმა მოსახლეობას მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრობისგან თავი შეიკაონ, რადგან პანდემია დღესასწაულს არ ცნობს. უახლოეს დღეებში ქვეყნის ყველაზე დიდი საველე ჰოსპიტალი გაიხსნება დიდ ბრიტანეთში. ექსელის საგამოფენო ცენტრში ერთდროულად 4 000 პაციენტს უმკურნალებენ. მსხვერპლი ბრიტანეთში 2 300-მდეა გაზრდილი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გაუქმდა უიმბლდონის ჩემპიონატიც, რომელიც 29 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო.