მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 3 მილიონ-ნახევარს აღწევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადება 84 ათას ადამიანს დაუდასტურდა, მილიონი კი გამოჯანმრთელებულია.
ევროპულ ქვეყნებში საგანგებო ზომების შემსუბუქება დაიწყო. მდგომარეობა კვლავ მძიმეა შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში, მათ შორის ნიუ-იორკში.
კარანტინის ზომების შემსუბუქების შემდეგ სოციალური დისტანციის დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას ესპანეთის მოსახლეობა. ორშაბათიდან ქვეყანაში აკრძალვები კიდევ უფრო სუსტდება. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაწესებულებების ნაწილი გაიხსნება. შეკვეთების მიწოდებას შეძლებენ კაფეები და რესტორნები.
24,700-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ საფრანგეთში. ქვეყანა საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას 24 ივლისამდე აპირებს. სამეცნიერო საბჭოს დასკვნით, შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხნსამ შესაძლოა დაავადების ახალი აფეთქება გამოიწვიოს.