logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 90 000 აღწევს

02 მარ 202009:51
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩეხეთში, შოტლანდიასა და დომინიკის რესპუბლიკაში. დაინფიცირებულები ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდნენ. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო პარიზში დაიხურა ლუვრი. საფრანგეთში კორონავირუსის 130 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია ორი. ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იტალიაში ეპიდემია 500-ს ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი მთლიანობაში 34 შეადგინა.

შექმნილი ვითარების გამო დაიხურა ლა-სკალაც. კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საშიში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა ირანში. თურქეთმა კი ერაყთან საზღვარი ჩაკეტა. მობილიზებაა გამოცხადებული სამხრეთ კორეაშიც, სადაც რელიგიური სექტის 88 წლის ლიდერის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. მას და 11 სხვა პირს კორონავირუსის სიმპტომიანი პაციენტების ვინაობის დამალვას ედავებიან. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 90 ათასს აღწევს. ვირუსს მთლიანობაში 3,053 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი.


close დახურვა