logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

28 ივნ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა 10 მილიონს გადააჭარბა. 497 ათასზე მეტი გარდაცვლილია.   

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბრაზილიასა და ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად დაავადების 10 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება. კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალურ კამპანიას აგრძელებენ ევროკომისია და ორგანიზაცია „გლობალ სითიზენი".  

კამპანიის მიზანი ვაქცინის შემუშავების შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მისი გავრცელებაა. ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება მოსახლეობას ამჯერად მსოფლიო ლიდერებმა სთხოვეს. ვიდეოკლიპში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად გაეროს, ევროკავშირის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმაც მიიღეს. 


close დახურვა