logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს მიაღწია

20 სექ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 
doont3z1k98oemr.jpg

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს მიაღწია. 

აქედან 961 558 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 552 453 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ინფიცირებულია 7 446 711 ადამიანი.

ვირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოვლენილი - 6 967 420, საიდანაც 203 828 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზე ინდოეთია - აქ კორონავირუსის 5 400 619 შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება საქართველოს - ქვეყანაში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.


close დახურვა