logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონ ორასი ათასამდე გაიზარდა

18 აპრ 202013:14
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში 2 მილიონ ორასი ათასამდე გაიზარდა. 150 ათასი ადამიანი გარდაცვლილია.

ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მაღალია შეერთებულ შტატებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში 29 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე შტატში საგანგებო ზომები მეტისმეტად მკაცრია და შესაძლოა მათი გადახედვა. კონსულტაციები  ეკონომისტებსა და მედიკოსებთან უკვე დაწყებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ შტატში და როგორ მოიხსნიან შეზღუდვებს. სავარაუდოდ მკაცრი ზომები თვის ბოლოს ტეხასსა და მიჩიგანში მოიხსნება. 

გარდაცვალების 761 შემთხვევაა ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში. 1700-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთში. ეპიდემიის გავრცელებას ელიან იაპონიაში. ქვეყნის პრემირმა საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა. დაავადებულთა რაოდენობა 51 პროცენტით გაიზარდა აფრიკულ ქვეყნებში. 

 


close დახურვა