logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს

26 მარ 202011:49
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად უნგრეთში, დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე გარდაიცვალა. 37 წლის დიპლომატი ბუდაპეშტის საავადმყოფოში მკურნალობდა. უნგრეთში ვირუსის უკვე 226 შემთხვევაა დადასტურებულ.  

იტალიაში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 74 ათასს აჭარბებს.

დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა შეერთებულ შტატებში. კოვიდ-19-ს ბოლო 24 საათში 28 ადამიანი ემსხვერპლა ინგლისში. საფრანგეთში კი დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 231-ს გადააჭარბა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან და მოქალაქეებსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს დაეხმარებიან. გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთსა და საბერძნეთშიც.  


close დახურვა