logo
ENG



მსოფლიოში ​კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება

08 თებ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში ​კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. საშიში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 35 ათასს მიაღწია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 81-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. ყველა შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული.

ვირუსის 200 შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, ლუიზიანის შტატში. როგორც ირკვევა, ყველა დაავადებული ერთსა და იმავე კაზინოს სტუმრობდა.

მორიგ განცხადებას ავრცელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომლის მიხედვით, შეუძლებელია დადგენა, როდის დასრულდება ეპიდემია. 


close დახურვა