logo
ENG



მუმლაძე: ხდება ლუსტრაცია, ვის უნდა ცვლილებისთვის ბრძოლა და ვის - მუდამ ოპოზიციაში ყოფნა

27 იან 202323:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/27/r73yx0qa9dxe6s9.jpg

გვჭირდება პოლიტიკაში ისეთი პერსონების ყოლა, რომლებსაც არ მოედავებიან, რომ გადამგდებია, სიტყვა გატეხა, ერთი პარტიიდან მეორეში გადახტა და ა.შ. სწორედ ასეთ კანდიდატად რომ წარმომიდგენია ჩემი თავი, ამიტომ შევთავაზე ჩემი თავი მხარდამჭერებს. თუ ავირჩევთ გზას, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მათ შორის ქუჩის ბრძოლით დაგვჭირდეს ხელისუფლების შეცვლა, ამით მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები, ასეთი გამარჯვებისთვის არის გულწრფელი [ბრძოლა საჭირო]. გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს. ამიტომ ვთავაზობ ჩემს მხარდამჭერებს, დამიჭირეთ მხარი და ვიბრძოლოთ გულწრფელად. მათ შორის, ერთი ხმისთვის. ნუგზარ ფუტკარაძე რომ მოკლა რეჟიმმა ბათუმში, სრულიად საკმარისი იყო, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა, თუ ჩვენ ვიმოქმედებდით. ადამიანი სიკვდილი არ უნდა შერჩეს ხელისუფლებას სკამისთვის. რომ ვერ იმოქმედა [ოპოზიციამ], მათ შორის ნიკა მელიას მივმართავ, ეს არის ჩვენი სირცხვილი და მთელი ოპოზიციის სირცხვილი.

არავითარ შემთხვევაში პარტია არ დაიშლება. ხდება იმ ადამიანების ლუსტრაცია, ვისაც უნდა ხელისუფლების ცვლილებისთვის რეალურად იბრძოლოს და ვისაც უნდა, მთელი ცხოვრება ოპოზიციაში იყოს.


close დახურვა