logo
ENG



მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის - დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება

02 ივნ 202410:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/02/8rv4hnpy5j3da63.jpeg

"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!" - ამ სახელწოდებით, დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება. 

"საერთო მიზნისთვის ბრძოლაში - ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა - საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.

საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად.

ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს და ერთად შევაგროვოთ ჯარიმების თანხა", - წერია ღონისძიების ანონსში.

აქცია-კონცერტზე იმღერებენ:

  • გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
  • შოთა საგანელიძე;
  • Moku Moku;
  • წერილი;
  • Kordz;
  • Mechanical Rainbow;
  • ლექს სენი & თიკო;
  • ნატალია ნაყოფია;
  • Bedford Falls;
  • Circus Mircus;
  • The Window;
  • Quemmekh;
  • არა;
  • ყველა;
  • Creams;
  • ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
  • ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
  • ფანიკო;
  • ავარა;
  • თამადა;
  • მერაბ სეფაშვილი;
  • ლელა წურწუმია;
  • რობი კუხიანიძე;
  • დაგდაგანი;
  • Loudspeakers;
  • გამოუვალი მდგომარეობა;
  • Process.

ორგანიზატორები საბანკო ანგარიშებსაც აქვეყნებენ, რომლებზეც ყველა მსურველს თანხის ჩარიცხვა შეეძლება:

TBC

For GEL: #GE41TB7249036080100001
For USD/EUR: #GE85TB7249036180100001

BOG
#GE90BG0000000595714311

Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation

PayPal: protection@hrht.ge

 


close დახურვა