გიგა ბოკერიასა და გიორგი მიქაუტაძეს შორის კითხვა-პასუხი მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. ბოკერიამ მიქაუტაძეს მოსთხოვა პასუხი მისივე განცხადებაზე, სადაც ბოკერიას თქმით მოსამართლეობის კანდიდატი, არასამთავრობოების მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. კომიტეტის სხდომაზე მიქაუტაძემ ვერ დაასახელა რა კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობდა მუქარაში.
"კეთილი, მუქარა და კრიტიკული მოსაზრება ერთი და იგივედ მიგაჩნიათ,"-მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა დეპუტატს უპასუხა, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა.
შეგახსენებთ, რომ უკვე საათზე მეტია, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.