ჯერ კიდევ არ დაწყებულა გამოძიება მუქარის წერილების გამო, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს სოციალური ქსელით უგზავნიან. გივი ცინცაძემ Facebook-ში დაწერა, რომ ტროლების, ბოტებისა და ზონდერების ხელმძღვანელმა, დიმიტრი სამხარაძემ დაქვემდებარებულ ჯგუფებზე სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ბრძანება გასცა. საკრებულოს წევრის აღნიშნული სტატუსის შემდეგ სამხარაძის სახელით ემუქრებიან. დიმიტრი სამხარაძე ქართული ოცნების ის წარმომადგენელია, რომელმაც 3 ივლისს აქციის მონაწილეებს აგინა.
მუქარა დიმიტრი სამხარაძის სახელით
14 ივლ 202220:27
3 წუთის საკითხავი