აფგან მუხტარლის გატაცების დაკვეთა საქართველოს სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოლიგარქის შესახებ ჩვენება პროკურატურას მისცა. გოგაშვილის ცნობით, ივანიშვილის დაკვეთის შესრულება გომელაურს დაევალა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოძიებას დანაშაულის შემსრულებლებიც დაუსახელა.