logo
ENG



მღებრიშვილი: მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხალია

08 აგვ 202320:49
3 წუთის საკითხავი
 
მღებრიშვილი: მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხალია
მთავრობის ადმინისტრაცია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხალია.

"ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, დადგინდა, რომ არის ჯანმრთელი, ცოცხალი და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება", - თქვა მან ჟურნალისტებთან.

მისი ინფორმაციით, ბიბილეიშვილს პოლიციამ თბილისში მიაგნო.

მღებრიშვილი ვერ პასუხობს კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში.


close დახურვა