![u12dliyitwgy9fi.jpeg](/uploads_script3/news/u12dliyitwgy9fi.jpeg)
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. შემთხვევას ერთ-ერთის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების და მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.