logo
ENG



მშვენიერაძე: რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება, გავრილოვის ღამე დარჩება გავრილოვის ღამედ

20 ივნ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 

„საიას“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, 20 ივნისის აქციის დროს დამიზნებით, საკმაოდ ახლო მანძილიდან ისროდნენ რეზინის ტყვიებს.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ ყველა პირს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

„დღემდე გაუგებარია, რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას ჯერ პროკურატურა და თუ პროკურატურა არა, შემდეგ სასამართლო 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებული პირებისთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას.

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მხოლოდ ერთეული სამოქალაქო პროტესტანტებისათვის ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ პრობლემას, როგორც სისტემის პრობლემას ისე კი არ განიხილავს, არამედ განიხილავს ინდივიდუალური პროცესებიდან გადაცდომას.

ჩვენ 27 პირის მიმართ გვქონდა მოთხოვნა სტატუსის მინიჭებაზე, მათ შორის 11 ჟურნალისტი იყო. ასევე ვითხოვდით, რომ ცალკე ყოფილიყო გამოწეული და შესწავლილი მედიის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები. არცერთ ამ ტიპის საქმეზე გამოძიება არ წარმოებულა.

დამიზნებით, საკმაოდ ახლო მანძილიდან ხდებოდა რეზინის ტყვიების გამოყენება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის, გიორგ მშვენიერაძის თქმით, 20-21 ივნისს განვიარებული მოვლენები საზოგადოების მხრიდან სწორად იყო აღქმული და მისი თქმით,  რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლებამ ან მის პროპაგანდაში ჩართულმა მედიებმა, გავრილოვის ღამე მაინც გავრილოვის ღამედ დარჩება.

„ყველასთვის ხელმისაწვდომი და ცხადია, თუ რა მოცემულობასთან გვქონდა საქმე. და რაც არ უნდა ეცადონ პოლიტიკოსები ან ხელისუფლების პროპაგანდაში ჩართული მედიები, 1500-ლარიანი ექსპერტები თუ უსახო ბოტები, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. გავრილოვის ღამე დარჩება გავრილოვის ღამედ. ადამიანები აბსოლუტურად სწორედ აცნობიერებენ, რასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.


close დახურვა