logo
ENG



მშვილდაძე: ...ზე მკიდია კონსტიტუცია - რომელ დეპუტატსაც არ უნდა ეთქვა ეს, სამწუხარო სიმართლეა

13 ნოე 201910:46
3 წუთის საკითხავი
 
c9xhjd7s9mrmeq1.png

"დღეს პარლამენტი ღმერთმა აშკარად მიატოვა და მანდატურებიც მიატოვებდნენ, ხელფასს რომ არ იღებდნენ, - ასე შეაფასა გადაცემის „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ ერთად წამყვანმა მიშა მშვილდაძემ, საკანონმდებლო ორგანოში არსებული ვითარება. მშვილდაძემ დეპუტატების უცენზურო გამონათქვამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეურაცხყოფის ახალი ფორმებიც კი ისმოდა.

"...ზე მკიდია კონსტიტუცია - ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რომელ დეპუტატსაც არ უნდა ეთქვა ეს სიტყვები, სიმართლე იქნებოდა. საქართველოს პარლამენტში განსაკუთრებული დღე იყო - ჩხუბობდა ყველა ყველას წინააღმდეგ. ღმერთი, სალოცავები, გინება, ჩხუბი, დაკიდებული კონსტიტუცია, სიმშვიდის გარანტი ემზარ კვიციანი...

„პარლამენტში დღეს შეურაცხყოფის ახალი ფორმა გამოიგონეს, გედი ფოფხაძემ შექმნა ლოცვა-გინება - ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მო...ნავროჟას“-ამბობს მშვილდაძე.

მან სპორტსმენი დეპუტატის განსაკუთრებული უნარებიც განიხილა და მიხეილ ყაველაშვილის "უნივერსალიზმზე" ისაუბრა.

"მანჩესტერ „სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გამოავლინა თვისება, რომელიც ფეხბურთში ყველაზე მეტად ფასობს - უნივერსალიზმი. ყაველაშვილმა ერთი კოლეგისთვის ნაბო...როს დაძახებასა და მეორე კოლეგასთნ გაქაჩვას შორის, ევროპული განათლების მნიშვნელობაზე საუბარიც მოასწრო,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, მაკო გომურის დაზარალებულად ცნობაზე ისაუბრა და ამას "შეცდომების ნაწილობრივ გამოსწორება" უწოდა.

"საკუთარი შეცდომები გამოასწორა ხელისუფლებამაც, ოღონდ ნაწილობრივ. გავრილოვის ღამიდან 5 თვის შემდეგ მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

„ამიერიდან ამ ადამიანებს ტელეკომპანია „იმედიც“ დაზარალებულად მოიხსენიებს. დანარჩენები ჯერჯერობით ისევ სახელმწიფოს გადამტრიალებლებად ვრჩებით,“ - განაცხადა მშვილდაძემ და აქვე გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის 30 ოქტომბრის ციტატაც მოიყვანა: 

„სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოშია, შესაბამისად, მაკო გომურს არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. თუ კანონმდებლობა ამ მიმართლებით შეიცვლება, მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი.“

წამყვანი პარლამენტიდან კულტურის მიმოხილვაზე გადავიდა და მეორედ მოსვლის ნიშნებიც გვამცნო.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. სხვათა შორის, ამერიკამ წელს ქართული ტაძრების რესტავრაციისთვის 1.5 მილიონი დახარჯა. როგორც ჩანს, რუსეთის მსგავსად ორი ამერიკა არსებობს - ერთი ქართველობას გვართმევს და მეორე ტაძრებს გვირემონტებს"-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

 


close დახურვა