logo
ENG



მშვილდაძე: აქამდე თუ ვაშინგტონიდან უტევდნენ „ოცნებას“, ახლა დიღმის მასივიდანაც შეუტევენ

23 დეკ 201923:55
3 წუთის საკითხავი
 
olpea7aaa3m4hf2.jpg

მოკლედ, ბოლო დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძაან „ჩააჭირა" "ქართულ ოცნებას" – ჯერ კონგრესმენებმა გააკრიტიკეს, შემდეგ უმწვავესი წერილი მისწერეს გახარიას, შემდეგ ფეისბუქმა ტროლ გვერდების ნაწილი გაუუქმა ოცნებას“, -ამ სიტყვებით გახსნა წამყვანმა გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“.

მშვილდაძეს ხელისუფლების მთავარი უბედურებაც არ გამოპარვია - საქართველოში ახალი ამერიკის ელჩად კელი დეგნანის დანიშვნა.

ჩვენს ხელისუფლებას უფრო დიდი უბედურებაც დაატყდა თავსამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა. ანუ, აქამდე თუ ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან აკრიტიკებდნენ „ქართულ ოცნებას“, ახლა უკვე დიღმის მასივიდანაც შეუტევენ“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ დაგნანს ხუთი მეგობრული რჩევაც მისცა და თან გააფრთხილა, რომ ადრე თუ გვიან, ირაკლი კობახიძის მიერ დაძახებული ნაცი არ წყენოდა.

მინდა მივმართო კელი დეგნანსკეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! ასევე, მოგცემთ ხუთ მეგობრულ რჩევას, რაც გაგიადვილებთ საქართველოში ცხოვრებასა და მუშაობას:

1) ადრე თუ გვიან, მთავრობიდან ვინმე აუცილებლად დაგიძახებთ ნაცს, ვინმე რა, ირაკლი კობახიძე, ალბათ, და არ გეწყინოთ. ნაცი ნიშნავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს და არა ნაცისტს და ჰიტლერის, მუსოლინის, ფრანკოს მიმდევარს.

2) საელჩოსთან თუ აქცია მოაწყეს, არ ინერვიულოთ! უბრალოდ, ვიღაცები 20-20 ლარს შოულობენ, რაც სხვათა შორის უკვე ისევ 7 დოლარზე მეტია.

3) საქართველოს პრეზიდენტს თუ შეხვდებით, იცოდეთ, რომ მის ქცევაზე, ნათქვამზე, დაწერილზე, ოთახის ინტერიერზე, ჩაცმულობაზე და მენიუზე საქართელოს არცერთი მოქალაქე პასუხისმგებლობას არ იღებს... ქართული ოცნების ჩათვლით.

4) ბიძინა ივანიშვილთანაც თუ მოგიწევთ შეხვედრა, ჩვენ რაც არ უნდა გირჩიოთ, ის მაინც გაგაოცებთ და აზრი არ აქვს, ერთადერთი გახსოვდეთ, რომ თუ შთაბეჭდილება გექმნებათ, რომ რაღაცას გატყუებთ, ესე იგი რაღაცას გატყუებთ, თუ შთაბეჭდილება გექმნებათ, რომ არაფერს არ გატყუებთ, ესე იგი რაღაცას გატყუებთ, და თუ შთაბეჭდილება გექმნებათ, რომ ვერ ხვდებით რა შთაბეჭდილება გექმნებათ, ესე იგი რაღაცას გატყუებთ

5) და ბოლო რჩევა, კარგი ხინკალი ინგოროყვაზეა კანცელარიის უკან“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ გადაცემაში ახალი რუბრიკაც შესთავაზა  - რუბრიკაოპაააააა" და პირველი „ოპაა-ამბავიც“ ამცნო მაყურებელს:

THE WALL STREET JOURNAL-მა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „საქართველო უფსკრულის პირას" და ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ვიდრე განცხადებების კეთებაა. ვციტირებ:

ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა ქაოტურ 1990-იანებში, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტურად მოაკრებინებდა მათ გონებას“, - განაცხადა მშვილდაძემ.

ორშაბათის კიდევ ერთი რუბრიკა სცენარისტების მოგონილი ჭორებია, სადაც ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია. ამ ჭორებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთი ჭორი ეთერში გაშვებამდე გამართლდა.

თურმე კოკა ყანდიაშვილმა არ იცის რა არის ტროლი და ბოტი. ეს უკვე დაწერილი გვქონდა ჭორად, როცა მართლა განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა“, - აღნიშნა მშვილდაძემ.

 


close დახურვა