3 დღეში სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდება. ქვეყანა ამ მძიმე თარიღს კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიით, მცოცავი ანექსიით და პრორუსული მთავრობით ხვდება. აგრესიის მსხვერპლი მილიონობით ქართველი - სამი ათწლეულია არაადამიანურად ცხოვრობს. უსახლკაროდ, ელემენტარული პირობების, საკვების გარეშე. ხელისუფლებისგან მიტოვებული დევნილების მძიმე ყოფა ემოციურად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. რუსულ ოკუპაციას გაქცეული ადამიანები, ახლა ბოროტების იმპერიის დამარცხებას უკრაინაში ელოდებიან - შაბათის ფორმულას სიუჟეტი საკუთარ სამშობლოში დევნილებზე.