logo
ENG



მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმის პროცესი გადაიდო

26 აგვ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიდო.

პროცესი ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო. ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად სასამართლოსგან დამატებითი დროის გამოყოფა მოითხოვა. თავად ბრალდებული ზ.ხ და მისი ადვოკატი პროცესს არ ესწრებოდნენ.

დღევანდელ პროცესზე საქმის 10 მოწმე უნდა გამოკითხულიყო, მათ შორის გამომძიებლები და ექსპერტები.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე პროკურატურამ ცალკე გამოყო, მათგან ოთხს ბრალი ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება, ორს - ა.ქ-სა და ზ.ხ-ს კი გამოძიება, ამ მუხლების გარდა, განზრახ ჯგუფურად ძალადობას ედავება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა,  რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა. 

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა