სომხეთს მძიმე პრობლემები აქვს. პრობლემები აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც. დეპუტატები იმპიჩმენტის პროცედურას ამზადებენ და იმედი აქვთ, რომ ინიციატივას მმართველი პარტიის დეპუტატები შეუერთდებიან. ეჭვები, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანთან შეთანხმებას აპირებს, რომელიც უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მოიტანს, მის მოწინააღმდეგეებს ღალატად მიაჩნიათ. სომხეთის ლიდერმა უარყო სოციალური ქსელით გავრცელებული განცხადება, თითქოს აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობებზე მზადაა. სპეცდანიშნულების ძალებია განლაგებული ერევნის ცენტრში. ფაშინიანის გადადგომას ქუჩაშიც მოითხოვენ.
მძიმე ვითარება სომხეთში
15 სექ 202220:25
3 წუთის საკითხავი