უკვე მეორე კვირაა თბილისის ცენტრში "არა კოვიდფაშიზმს" ლოზუნგით უკვე აქციები იმართება. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები სხვადასხვა არგუმენტით მწვანე პასპორტების შემოღებას აპროტესტებენ და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად აფასებენ. საქართველო გამონაკლისი არ არის, მაგალითად საფრანგეთში და საბერძნეთში მცხოვრებმა მეხანძრეებმა და ექთნებმა სავალდებულო ვაქცინაციის გაუქმების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და დროებითი ღონისძიების გამოცემა ანუ ამ გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვეს. სტრასბურგის სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ეს გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობის ზრუნვის მოტივით და პანდემიით გამოწვეული მომეტებული საფრთხით დაასაბუთა. რას ემსახურება მწვანე პასპორტების შემოღება და არის თუ არა ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაცია? - ნახეთ დროებაში.
მწვანე პასპორტის დილემა - დროება
12 დეკ 202120:10
3 წუთის საკითხავი