საქართველო არ ცნობს დიქტატორს, მხარი დაუჭირეთ ბელარუსელ ხალხს - თბილისის პირველ გიმნაზიიასთან ბელარუსელებმა აქცია გამართეს და ბელარუსში მყოფ თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობა უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.