სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი ამბობს, რომ მისი ქვეყანა მზად არის უკრაინას MIG-29 ტიპის გამანადგურებლები გადასცეს. ეს განცხადება მან Associated Press-თან ინტერვიუში გააკეთა.
ნადის თქმით, საუბარია 10 გამანადგურებელზე.
"ჩვენ აღარასდროს გამოვიყენებთ MIG-29-ს. თუ უკრაინას გადავცემთ, შეიძლება ამით ვინმეს სიცოცხლე გადავარჩინოთ", - აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც გამოცემა წერს, სლოვაკეთმა MIG-29-ს გამოყენება შეწყვიტა, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით არ ჰყავთ სპეციალისტები, თუმცა უკრაინელი მფრინავები, რომლებიც MIG-29-ზე დაფრინავენ, ამ გამანადგურებელს გამოიყენებენ.
ნადი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე დღეში მიიღებენ. მანვე აღნიშნა, რომ "ამ გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა არის "პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის ნამდვილად მომგებიანი".
თუ სლოვაკეთი უკრაინას MIG-29-ს გადასცემს, ის იქნება NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა, რომელიც ოფიციალურ კიევს საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.