logo
ENG



ნადირაშვილი პროკურატურაზე: 1 წელი დასჭირდათ, რომ ეს ბრიყვული დასკვნა გამოექვეყნებინათ

22 აგვ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელში პოლიტიკური იარაღია. ასე ეხმაურება ის პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. 

"ისინი იძიებენ მხოლოდ ისეთ საქმეებს, რომლებიც ეხება პოლიტიკურ ოპონენტებს. 1 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს ბრიყვული დასკვნა გამოექვეყნებინათ მაშინ, როცა არაფერი არ ჰქონდათ ხელში და გამოვდინენ თიბისის ბანკის წინააღმდეგ და დააზარალეს არამარტო ეს უწყება, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა ნადირაშვილმა. 

ცნობისთვის, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა. პროკურატურა იუწყება, რომ ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს დაემთხვა.

საქმე ეხება 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილს, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. 

ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა. 


close დახურვა