ალექსეი ნავალნის დედა ვლადიმერ პუტინის მიმართავს და შვილის ცხედრის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. რუსეთის ხელისუფლება მეხუთე დღეა გვამს მალავს და მის გადაცემას მომდევნო 2 კვირა არ აპირებს. მიზეზად ოჯახს ის უთხრეს, რომ ცხედარს ქიმიური ექსპერტიზა უტარდება, რასაც დრო სჭირდება. ალექსეი ნავალნის დედის მიმართვა ჩაწერილია მისი შვილის სიკვდილის ადგილთან, ციხესთან. ოჯახი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ნავალნის ორგანიზმიდან ნოვიჩოკის კვალის გაქრობას ელოდება. პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ გამოძიებას ცნობილი ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი იწყებს.
ნავალნის დედის მიმართვა
20 თებ 202420:36
3 წუთის საკითხავი