ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან ერთი წლის თავზე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ სანქციებს ატარებენ.
9 მოქალაქისა და ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები გაატარა აშშ-მ. სანქცირებულთა შორის მოხვდნენ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის უფროსი ალექსეი სედოვი, FSB-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი კირილ ვასილიევი და მისი მოადგილე სტანისლავ მაკშაკოვი, FSB-ს სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმირ ბოგდანოვი, FSB-ს ოთხი თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს 27-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი არტურ ჟიროვი. სანქციების ქვეშ მოყვა თავდაცვის სამინისტროს ორი კვლევითი ინსტიტუტი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გატარდება, რომელიც გარკვეული ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალების იმპორტის შეზღუდვებს შეეხება.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები გაატარა FSB-ს შვიდი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მათი მოსაზრებით, ნავალნის მოწამვლასთან არიან კავშირში.
ბრიტანულ სიაში მოხვდნენ ალექსეი სედოვი, კირილ ვასილიევი, ვლადიმირ ბოგდანოვი და FSB-ს ოთხი თანამშრომელი.
სანქცირებულთა სიაში მოხვედილთა უმრავლესობა The Insider-ისა და Bellingcat-ის 2020 წლის დეკემბრის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ. გამოძიების თანახმად, ნავალნის მოწამვლა სწორედ FSB-მ დაგეგმა და განახორციელა.