logo
ENG



ნავალნის ცოლი დასავლეთს მოუწოდებს, პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ

13 მარ 202416:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/13/btrukv6xq4ysoqg.jpg

მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და ვლადიმირ პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ.

The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სვეტში ნავალნაია წერს: "მსოფლიომ საბოლოოდ უნდა აღიაროს, რომ პუტინი არაა ის, ვინც უნდა რომ გამოჩნდეს. ის უზურპატორი, ტირანი, სამხედრო დამნაშავე და მკვლელია".

თავის სვეტში "პუტინი არა პოლიტიკოსი, არამედ ბანდიტია" ნავალნაია წერს, რომ მისი ქმარი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პუტინის პირდაპირი დავალებით მოკლეს. იგი აღნიშნავს, რომ დასავლეთში ბევრი პოლიტიკოსი ცდება, როცა პუტინს ლეგიტიმურ პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევს მაშინ, როცა ის "ბანდიტია" ისევე, როგორც მისი გარემოცვა.

"პუტინი განიხილეთ, როგორც მაფიოზური დაჯგუფების ლიდერად", - წერ ნავალნაია. მისი აზრით, პუტინის დამარცხება ან "დასჯა" შესაძლებელია, თუ მისი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

გარდა ამისა, ნალვალნის ცოლი მოუწოდებს დასავლეთს პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები გაუმკაცროს. იგი ასევე უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაშ დამარცხება თავისთავად პუტინის ჩამოგდებას არ მოიტანს და ამიტომაც მნიშვნელოვანია ანტიპუტინისტი ხალხის მხარდაჭერა უშუალოდ რუსეთში.


close დახურვა