logo
ENG



ნავთობისა და გაზისმომპოვებელმა ფირმამ Equinor-მა რუსული ბაზარი სრულად დატოვა

02 სექ 202217:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/s2ftmes1gbygjzo.jpg
Håkon Mosvold Larsen/NTB/AFP/Getty Images

ნორვეგიული ფირმა Equinor მსოფლიოში ნავთობისა და გაზისმომპოვებელი პირველი საერთაშორისო კომპანია გახდა, რომელმაც რუსული ბაზარი სრულად დატოვა.

BBC-ის ინფორმაციით, Equinor-მა, რომელიც პასუხისმგებელია ნორვეგიის ნავთობისა და გაზის მოპოვების დაახლოებით 70%-ზე, განაცხადა, რომ მან რუსული ბაზიდან გასვლა მთლიანად დაასრულა.

სხვა მსხვილმა ფირმებმა, როგორიცაა ExxonMobil, BP, Shell და ფრანგული ფირმა TotalEnergies, ყველამ აიღო ვალდებულება ქვეყნიდან გასვლისა ან ინვესტიციების შეჩერების, მაგრამ პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 


close დახურვა