logo
ENG



ნათელაშვილი: გასალახია ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს აგრიალებს

25 თებ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შეამკო. შალვა ნათელაშვილმა მის ხსოვნას პატივი პარტიის წევრებთან ერთად მიაგო.

„არ დარჩა საქართველოსი სოფელი, ტყე, ჭალა და უბანი სადაც მან არ შექმნა შეფიცულთა რაზმები, ხოლო უცხოეთში ემიგრაციის შემდეგ კვლავ ცხოვრობდა საქართველოთი და როდესაც ქაიხოსრომ პარიზის ერთ-ერთ რესტორანში იხილა საქართველოს მოქეიფე მთავრობა, რომელიც აქედან წაღებული ეროვნული სიმდიდრით ახერხებდა პარიზში დროის ტარებას, მან ამ სუფრის თამადა კარგად გალახა. აი ასე პოლიტიკურად გასალახია ის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს, ჩვენ რესურსებს, ასევე აგრიალებს და ფლანგავს პარიზის თუ ჰონგ-კონგის რესტორნებში. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჩვენი მომავალი, ჩვენი გზაა. მან მოგვცა მაგალითი როგორ ვებრძოლოთ შიდა და გარე ოკუპაციას“, - განაცხდა შალვა ნათელაშვილმა.

1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებიდან 99 წლისთავზე შალვა ნათელაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი  საქართველოს ეროვნული გმირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი დღესაც მაგალითი უნდა იყოს, რადგან საქართველოს ოკუპაცია და რუსეთის აგრესია ისევ გრძელდება.


close დახურვა