logo
ENG



ნათელაშვილი: ვისაც პარლამენტში შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე

13 მაი 202112:40
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ კოლეგებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას. მისი თქმით, ქართული ოცნების დასამარცხებლად ეს ერთადერთი გზაა.

"მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს: დადგა ჟამი, როდესაც, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა - ჩვენი თავი საქართველოში. ვინც არ შევედით პარლამენტში გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა ნათელაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

დღეს, 13 მაისს პარტია ლელომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან, სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა.


close დახურვა