logo
ENG



ნათელაშვილი ივანიშვილზე: ქართველებისგან ის ცხოველების ფერმას ვერასოდეს ვერ მიიღებს

01 დეკ 201921:04
3 წუთის საკითხავი
 
1f5ks5xg7qznwf5.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქუთაისში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სამოქალაქო ომის გაღვივებას უწყობს ხელს. 

ამასთან, ნათელაშვილი გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" აცხადებს, რომ ოპოზიცია მშვიდობიან მანიფესტაციას გააგრძელებს. 

„რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს გუშინ და გუშინწინ და რასაც კიდევ გეგმავს, ეს არის სამოქალაქო ომის გაღვივება, ჩვენ ეს უნდა ვთქვათ, რომ თავიდან ავიცილოთ. ოპოზიცია მოიქცევა ისე როგორც უნდა მოიქცეს, ჩვენ რაც დაწყებული გვაქვს, საპროტესტო მოძრაობა არ გავცდენილვართ კანონით დადგენილ ჩარჩოებს, არც 20 ივნისს რომ მოიფიქრეს რომ თურმე შტურმით უნდა აგვეღო ის გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული ციხესიმაგრე, რომელიც რუსულმა სპეცრაზმმა ვერ აიღო 90-იან წლებში, უცბად გაცნობილ ბიჭებს და ერთმანეთთან მტრად გადაკიდებულ პარტიებს უნდა მოეხდინათ გადატრიალება რამდენიმე საათში, ეს ხომ არის შიზოფრენიის უმაღლესი გამოვლინება, რომლიც შეიძლება სჭირდეს მხოლოდ და მხოლოდ სოლოლაკელ ბატონს, რომელმაც ახლა გაიგო ორუელის სახელი და ახლა იმით გვეტრაბახებოდა თურმე რა განათლებულია, იმედია წაიკითხა ორუელის ის ცხოველების ფერმა და მე მინდა გავაფრთხილო ის რომ ქართველებისგან ის ცხოველების ფერმას ვერასოდეს ვერ მიიღებს. ქართულმა საზოგადოებამ მოინელა ყველა შინაგანი და გარეგანი დამპყრობელი და მასაც იგივე გზას მიუჩენს“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


close დახურვა