logo
ENG



ნათელაშვილი იპოდრომზე: ივანიშვილს უნდა, წინასაარჩევნოდ ქველმოქმედის სახელი დაიბრუნოს

05 ოქტ 202014:17
3 წუთის საკითხავი
clock 350

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისისთვის იპოდრომის ტერიტორიის ჩუქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს სურს ქველმოქმედის სტატუსი დაიბრუნოს.

ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იპოდრომის ტერიტორიას უკან დაიბრუნებს.

"ივანიშვილმა თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში იპოდრომის ტერიტორია, ვერეს ხეობა, ააპარტახა ერთადერთი საცურაო სივრცე ლაგუნა ვერე იმ თბილისელებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ გადიოდნენ ქალაქიდან და ახლა გველები დასრიალებენ იქ. ახლა ივანიშვილს უნდა, წინასაარჩევნოდ ქველმოქმედის სახელი დაიბრუნოს და ჩვენგან წართმეული დროებით დაგვიბრუნოს, რათა არჩევნების შემდეგ ისევ დაიბრუნოს", - განაცხადა ნათელაშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.


close დახურვა