logo
ENG



ნათია თურნავა და მისი მოადგილე ჩვენს თანამშრომლებს აშანტაჟებენ - ფრონტერას დირექტორი

24 ივნ 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

ფრონტერას“ დირექტორის ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, პირადად ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და მისი მოადგილე, კომპანიის თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ.

მისი თქმით, ეს აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესი მიზანმიმართულად ვიწროვდება მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიებს სასათბურე პირობები ექმნებათ.

„პირადად მინისტრს შეჰყავს შეცდომაში ჩვენი თანამშრომლები. შანტაჟის და სხვადასხვა ზეწოლის მცდელობებსაც ახორციელებს პირადად მისი მოადგილე და სხვადასხვა თანამშრომლები როგორც სამინისტროსი, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოსი. ამ შანტაჟის, მუქარის, დაშინების რეჟიმში ვართ უკვე ძალიან ბევრი თვეა. მაშინ როცა ქვეყანაში ყველაზე დიდ ამერიკულ ინვესტორს ასე ექცევა ივანიშვილის ხელისუფლება, რუსული კომპანია, რომელიც სანქცირებული და კანონითაც არ აქვს უფლება საქართველოში მუშაობის, მაინც განაგრძობს თავისუფალ გარემოში მუშაობას“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

„ფრონტერა“ საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს ბიზნესისა და კომპანიის თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თავად "ფრონტერას" მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაშია საუბარი.


close დახურვა