არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი განცხადებები შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე პირველად არ საუბრობენ, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშდადგეს.
„როცა ვსაუბრობთ საარჩევო სისტემაზე და სცენარის მოსალოდნელ განვითარებაზე, შეიძლება 2 განვითარება იყოს სცენარის, რომ ეს ცვლილებები მიღებული იქნება, ოღონდ კითხვა ჩნდება ვისთან ერთად იქნება მიღებული, და მეორე - შეიძლება ჩავარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს მნიშვნელოვნად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. ჩვენ გვყავს დღეს პარლამენტი, როდესაც ყოველი მეხუთე ამომრჩევლის ხმა არის დაკარგული ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით“, - აცხადებს „საიას“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.
ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამერიკის სახელმწიფოს მაღალჩინოსანს აქამდე პოლიტპატიმარი ეხსენებინოს, თუმცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ისინი აქტიურად მოუწოდებენ ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, სადაც როგორც საარჩევნო სისტემაზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე არის საუბარი, რომელიც საქართველოშია.
„დღემდე არ ყოფილა არასოდეს, რომ პოლიტიკური პატიმარი ეხსენებინოს ამერიკის სახელმწიფოს მაღალჩინოსანს. ჩვენ ვხედავთ, რომუკვე გაჩნდა არა სავარაუდო პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით განცხადება, არამედ პირდაპირ ძალიან მკვეთრი განცხადება. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.