logo
ENG



ნაპოვნია მედიკამენტი, რომელიც ადამიანს თიშავს - ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა

22 აგვ 202019:01
3 წუთის საკითხავი
clock 2693

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია.

4 მედიკამენტის გარდა, რომელიც შუალედური დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კიდევ ერთი მედიკამენტის კვალი აღმოაჩინეს.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აღნიშნულ მედიკამენტს შეუძლია ადამიანი გათიშოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ბოთლში, კიდევ 2 მედიკამენტია აღმოჩენილი. 

"გავეცანი შუალედური და ქიმიური ექსპეტიზის დასკვნებს. იქ არის მედიკამენტებზე და ბოთლებზე საუბარი, ორი ბოთლია აღმოჩენილი. ყველაზე საინტერესო რამ არის, რომ ნაბეღლავის ბოთლში, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა, აღმოჩენილია მედიკამენტი, რომელიც ძალიან იშვიათია და აქ არ მოიძებნება. როგორც ჩანს მოხდა ბოთლებში ამ მედიკამენტის გახსნა.

ავტომობილშიც არ არის აღმოჩენილი მედიკამენტის შუშა ან რამე ამდაგვარი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბრაი",-ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.  

 


close დახურვა