logo
ENG



ნარიშკინი: რუსეთს სურს, საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობების აღკვეთაში წვლილი შეიტანოს

27 აგვ 202416:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/6zrgu48czg11in9.jpg

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ რუსეთს სურს, საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მცდელობების აღკვეთაში მიიღოს მონაწილეობა.

"ის ფაქტი, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და რომელსაც მოვიპოვებთ არა მხოლოდ დასავლური სადაზვერვო სამსახურების, არამედ სამთავრობო უწყებების მტრული ქმედებების შესახებ, ისეთების როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მცდელობების აღკვეთაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ", - თქვა მან.

რუსეთის მტკიცებით, აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშშია საუბარი. 

რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესებით უკმაყოფილოა და რევოლუციის მზადებაც სწორედ ამას უკავშირდება. 

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული არასამთვრობო ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვებისთვის მობილიზებას ახდენენ და მათ გაყალბების "ეჭვგარეშე ფაქტების" იდენტიფიცირება და დაფიქსირება ევალებათ. 

ანგარიშის პრესრელიზის თანახმად, ქართული ოცნება არჩევნებში ხმების რაოდენობის მიღება შეუძლია, რადგან, მიუხედავად აშშ-ის მცდელობებისა, ქართული ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი ალიანსები ძალიან მყიფეა. 

დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს ეშინია, რომ არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტიას "სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის იმ მოთხოვნების არშესრულების საშუალებას მისცემს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღდეგება". 

"თეთრი სახლისთვის ასეთი სცენარი მიუღებელია. ამერიკელები აპირებენ, არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდონ", - წერია ანგარიშში. 

 


close დახურვა