ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ირანულ და რუსულ დრონებთან საბრძოლველ მოწყობილობას გადასცემენ. მოწყობილობები ჩაახშობენ კამიკაძე დრონების სიგნალს, რაც მათ ფუნქციონირებას არაეფექტურს გახდის.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას დახმარების პაკეტის ფარგლებში ნატო საწვავს, ზამთრის ტანსაცმელსა და მედიკამენტებს გადაცემს.
"ამ პაკეტის ფარგლებში, ნატო მალე მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს უნდა დაუპირისპიროს და მათი სიგნალები ჩაახშოს, რათა დრონები არაეფექტური გახადოს. ასევე დაიცვას უკრაინელი ხალხი და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსი დაეხმარება უკრაინას საბჭოთა იარაღიდან ნატოს თანამედროვე იარაღზე გადასვლაში.