logo
ENG



ნატო ჩხეიძე: ბატონო პრემიერო თქვენ ხალხის გაჭირვება არ გესმით

29 მაი 202015:19
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ მინისტრს მიმართავს, რომ მას ხალხის გაჭირვება არ ესმის.

მისივე განცხადებით, ამ ორი სამი თვის განმავლობაში პრემიერ მინისტრს არანაირი რეფორმები არ შეუქმნია, რომ გაჭირვებულ ხალხს დახმარებოდა. 

მისივე თქმით, საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს.

„თქვენ ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ გესმით ხალხის გაჭირვება, არ გესმით, რადგან თქვენ, რომ ხალხის გაჭირვება გესმოდეთ შეძლებდით და შეცვლილ ბიუჯეტს დროულად შემოიტანდით პარლამენტში. შესაბამისად გადაკეთდებოდა თანხები და არ მისცემდით ჩინოვნიკებს ამ თანხების ისე განკარგვის საშუალებას, როგორც ეს უკორონობის ჟამს იყო. 

ბატონო პრემიერო, თქვენ რომ შეგძლებოდათ ან მოგსურვებოდათ, რომ ყოფილიყავით არა ექიმების რეკომენდაციების შემსრულებელი, არამედ რეფორმატორი პრემიერი, რომელიც შეძლებდა რომ შეექმნა ისეთი სახის რეფორმები, ამ 2 თუ 3 თვეში, სწორედ ძნელბედობის ჟამს, რითიც ხალხი დაინახავდა, რომ თქვენ გესმით ხალხის გაჭირვების, ამით თქვენ მოახერხებდით, რომ 20 ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი და ხალხის გულისწყრომა ოდნავ მაინც შეგეწყნარებინათ. თქვენ ეს ვერ მოახერხეთ და ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მთავრობას“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.


close დახურვა