logo
ENG



ნაუსედა ორბანზე: უცნაურია ფლირტი იმ რეჟიმთან, რომელიც უკრაინაში სისასტიკეს სჩადის

27 ოქტ 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/3fybwek1cjfmvla.jpg

ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმარეუბა.

"უკიდურესად უცნაურია ფლირტი იმ რეჟიმთან, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სისასტიკეს სჩადის. ეს ძალიან ცუდ მესიჯს უგზავნის პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებას და ასევე უკრაინას, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის", - ამბობს ნაუსედა.

დღეს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ "უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს". მისი მტკიცებით, "რუსები არ წააგებენ".

ომის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინას ომში გამარჯვების შანსი არ აქვს.


close დახურვა