კობა ნაყოფიას განცხადებით, ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს ტოვებს.
როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, ის პარტიის რიგით წევრად რჩები.
"მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები პარტიის რიგით წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება.
შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება", - თქვა ნაყოფიამ მთავარი არხის ეთერში.
მანამდე კობა ნაყოფიამ მთავარ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ მის კანდიდატურას "დიდი ალბათობით" აღარ დააყენებს.
* * *
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა პარტიული თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.