logo
ENG



ნაცვლიშვილი: ჭირისუფალ ვითარებაში მყოფი პარლამენტი ვართ, დღის წესრიგს ეს არ ემჩნევა

07 სექ 202114:11
3 წუთის საკითხავი
 
ნაცვლიშვილი: ჭირისუფალ ვითარებაში მყოფი პარლამენტი ვართ, დღის წესრიგს ეს არ ემჩნევა

ლელოს წევრს, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს კორონავირუსთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებთან და მინისტრებთან კითხვები აქვს. 

ნაცვლიშვილის კითხვები ეხება როგორც სკოლების მომზადებას სასწავლო წლისთვის, ისე გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას. 

"რას აკეთებდა მთელი ზაფხულის განმავლობაში განათლების სისტემა, იმისთვის, რომ მომზადებულიყო ბავშვების მისაღებად ა) ონლაინ რეჟიმში, ბ) რეალურ სივრცეში მისაღებად.

ვნახოთ, რა გააკეთა ამ ხალხმა თუ ჭრიჭინობელასავით იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში და ელოდებოდა სხვა უწყებების მხრიდან ვერდიქტს? 4 ოქტომბრამდე რა დავალებები აქვს ამ უწყებას მიღებული იმისთვის, რომ გამოასწოროს ვითარება და მომზადებული და უსაფრთხო სკოლა, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები დაახვედროს მათ?

არ უნდა მოვუსმინოთ ჯანდაცვის მინისტრს? არ უნდა ვკითხოთ სიკვდილიანობის აუდიტი ტარდება ქვეყანაში? ადამიანები რის გამო იღუპებიან, დადასტურებულად ვინმემ იცის? შესაძლებელი იყო თუნდაც, ერთი სიცოცხლის გადარჩა და რატომ ვერ მოხდა? ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. არ უნდა მოვუსმინოთ იუსტიციის მინისტრს, როცა პატიმართა ოჯახები შეძრწუნებული ელიან ვითარების დამძიმებას და არ აქვთ პასუხები, უნდა დავისვენოთ?" - თქვა მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

ნაცვლიშვილის შეფასებით, ის, რომ კოროანვირუსით ინფიცირების სტატისტიკა მცირდება, არის სამედიცინო სექტორის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თანამშრომლების დამსახურებაა. 

"ამ შედეგს, გათენებულ ღამეებს, სტრესს, ნერვიულობას და წარმოუდგენლის შეძლებას, რასაც ჩვენი სამედიცინო პერსონალი ახერხებს, ნუ მიიწერთ პოლიტიკოსები! სტატისტიკის შემცირება არანაირი შეღავათი არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც უძვირფასესი ადამიანი დაკარგა, არანაირი შეღავათი არ არის სტატისტიკის მოშველიება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ და არანაირი შეღავათი არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შიშით ელოდებიან ყოველი დღის გათენებას, სტატისტიკაში ხომ არ მოხვდება მისი უძვირფასესი ადამიანი. რას აკეთებს ამისთვის პარლამენტი? არაფერს!

უფრო სწორად, ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ვითარება არ შეიმჩნიოს. დღის წესრიგს ემჩნევა, რომ ჩვენ ჭირისუფალ ვითარებაში მყოფი პარლამენტი ვართ?! ერთი საკითხიც არ არის ჩასმული, რომელიც ამ თემას პასუხს მაინც გასცემს, შეიმჩნევს მაინც ამას". - თქვა ნაცვლიშვილმა. 


close დახურვა