logo
ENG



ნაცვლიშვილი ტურავას: მითხარი ვინ არის შენი ამრჩევი და გეტყვი ვინ ხარ შენ

25 ივნ 202017:21
3 წუთის საკითხავი
clock 514

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, პლენუმის პარალელურად, „ლელო საქართველოსთვის“, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას აპროტესტებდნენ.

როგორც აქციის მონაწილემ და „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მეთოდურად „ყლაპავს“ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„ივანიშვილის პოლიტიკას თუ მივადევნებთ თვალს, ეს არის საკმაოდ დინამიკური კარგად დაგეგმილი პროცესი - კარგად მოამზადოს და შემდეგ ჩაყლაპოს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუცია. მითხარი ვინ არის შენი წარმდგენი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ტურავას წარმდგენი, მისდა საუბედუროდ, არის ჩინჩალაძის კლანის ორი გამოჩენილი წევრი. ესე იგი, ის არის მისაღები და სანდო როგორც კლანისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“. ასევე, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, ტურავას პოზიციითა და ჩატარებული მანიპულაციებით, ღიად დაუდასტურა ერთგულება ქართულ ოცნებას და „დაიმსახურა“ ეს თანამდებობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

ეგახსენებთ, 22 ივნისს „ფორმულამ“ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის მხარდაჭერა, სასამართლოს ე.წ. კლანმა მისი ძმის, თედო კობახიძის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა. სწორედ კობახიძის ხმა იყო გადამწყვეტი, რადგან 9 მოსამართლიდან 8-ის პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო. მათგან 4 მერაბ ტურავას უჭერდა მხარს, 4 კი, ირინე იმერლიშვილს.


close დახურვა