logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა ყურძნის ფასის სუბსიდირებას ითხოვს

22 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობა" ყურძნის ფასის სუბსიდირებას ითხოვს.

პარტიის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განკარგულებით ყურძნის ფასი, მიმღებ პუნქტებში 70 თეთრი იქნება, რაც გლეხებისთვის არასაკმარისია.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყურძნის ფასებს სახელმწიფო სპეციალურად დაბლა წევს, რათა ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა, რომლებსაც მიმღები პუნქტები და საწარმოები აქვთ, ნაკლები ხარჯი ნახონ. 

"სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა ღვინის ქარხნებს, რომლებსაც 70 თეთრზე მეტი არ უნდა გადაეხადა ყურძენში და ეს არის 23 ამერიკული ცენტი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გლეხს თეთრ ყურძენში უნდა გადაუხადონ მინიმუმ 1.50 ლარი. ეს იქნება მინიმალურად მიახლოებული იმ ფასთან რაც გლეხს უჯდება ეს ყურძენი და საფერაავის ფასი უნდა იყოს მინიმუმ 3 ლარი", - განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი ბოტკოველმა. 


close დახურვა