logo
ENG



ნაციონალურმა მოძრაობამ სამდივნო წარადგინა - სია

18 იან 202212:02
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურმა მოძრაობამ სამდივნო წარადგინა, რომელიც 12 წევრისგან შედგება.

გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, მდივნის მოადგილე და ადმინისტრაციული საკითხების მდივანი - ზურა მელიქიშვილი.

რაც შეეხება დანარჩენ პოსტებს:

  • საგარეო საკითხთა მდივანი - თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის წევრი;
  • ანალიტიკური საქმიანობის მდივანი - გიორგი თარგამაძე;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი;
  • რეგიონალური მდივანი - გიორგი ბოტკოველი;
  • საორგანიზაციო მდივანი - ბაჩო დოლიძე;
  • იურიდიული და საარჩევნო საკითხების მდივნი - ლევან ბეჟაშვილი;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი - ნიკა ობოლაძე;
  • სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი - ანა გოგოლაძე;
  • ანტიკორუფციული საკითხების მდივანი - ლევან ხაბეიშვილი;
  • პოლიტიკური მდივანი - აკაკი მინაშვილი, რომელიც ასევე არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

მედიასთან ურთიერთობის მდივანი კი გიორგი პატარაია იქნება.

მანამდე, 10 იანვარს ნაციონალურ მოძრაობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ლიდერები თანამდებობებზე სხვადასხვანაირად გადანაწილდნენ. ამასთან, პარტიის თავმჯდომარედ უცვლელად ნიკა მელია რჩება. 

პარტიის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, ხოლო მისი მოადგილის თანამდებობას აკაკი მინაშვილი დაიკავებს.

ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. გენერალური მდივნის პოსტზე პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.


close დახურვა