ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო.
ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა.
ავტომობილი ტერიტორიიდან ისე გაიყვანეს, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია არ მისულა.
ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, მომხდარის მიჩქმალვას ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ცდილობდა. ადგილზე სწორედ ის და რამდენიმე პირი მივიდა, შემდეგ კი ტერიტორიიდან ავტომობილი გაიყვანეს.
ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი, ნათია რუხაია ინციდენტში მისი ქმრის მონაწილეობას უარყოფს.
მისი თქმით, მას და ბილანიშვილს სახლში ეძინათ, როცა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
"როცა რამე ხდება, ყოველთვის ავთოს რატომ უკავშირებენ? მეც მაქვს ეს კითხვა თქვენთან". - უთხრა რუხაიამ ფორმულას ჟურნალისტს.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაიწყო.