დღეს "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის წევრები 2020 წლის თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანდიდატებზე შეთანხმდნენ.
პარტიის ცნობით, ქუთაისის მერობის კანდიდატი იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი იქნება.
თერჯოლის მერობის კანდიდატი თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი.
ხარაგაულის მერობის კანდიდატად პარტია საქართველოს პარლამენტის დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს წარადგენს.
ონის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე იქნება.
კასპში მერობის კანდიდატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ მაისურაძეა.
თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე იქნება.
ბათუმში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ტიტე აროშიძე იქნება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ქობულეთში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძეა.
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი ქართული ოცნება ფრიდონ ფუტკარაძეს წარადგენს - შუახევის მოქმედ მერს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რამდენიმე თვითმმართველ ოლქში შუალედური არჩევნები გაიამრთება. ასევე აჭარის რამდენიმე ოლქში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ, თუმცა არჩევნების თარიღი ამ დრომდე ოფიციალურად დადგენილი არ არის.