logo
ENG



ნეთანიაჰუ ბაიდენს: მსოფლიო ხედავს თქვენს მორალურ სიცხადეს

18 ოქტ 202313:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/ujrpimroleb28k8.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს "უპრეცედენტო თანამშრომლობისთვის", მხარდაჭერისა და მორალური სიცხადისთვის მადლობას უხდის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენ გაუწიეთ ისრაელს ამ რთულ პერიოდში. ეს მხარდაჭერა, რომელიც ომის დაწყებიდანვე აშკარაა, ასახავს ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას“, - უთხრა პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ერთობლივ განცხადებებში.

ისრაელის პრემიერი ბაიდენს "თავდაცვისთვის საჭირო ინსტრუმენტების მიწოდებისთვის" მადლობას უხდის და ასევე მიუთითებს იმ ორ ავია მზიდზე, რომლებიც ვაშინგტონმა რეგიონში გააგზავნა.

„მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო ხედავს ამ მხარდაჭერას და მორალურ სიცხადეს, რაც თქვენ აჩვენეთ ისრაელზე თავდასხმის მომენტიდან. თქვენ მართებულად დაინახა ზღვარი ცივილიზაციასა და ბარბაროსულ ძალებს შორის", - თქვა ნეთანიაჰუმ.

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თელ-ავივშ ჩავიდა. აეროპორტში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ქვეყნის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


close დახურვა