logo
ENG



ნეთანიაჰუ ღაზის საზღვართან ჰამასისგან გაწმენდილ დასახლებებში პირველად ჩავიდა

14 ოქტ 202319:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/k9lr3x4l9bf0lm6.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის ღაზის სექტორის საზღვართან ჰამასისი ტერორისტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში პირველად ჩავიდა. ადმინისტრაციის ცნობით, მან ადგილი უკვე დატოვა. 

პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუმ იმ საცხოვრებელი სახლების ნანგრევები ნახა, სადაც "საშინელი ხოცვა-ჟლეტა" მოხდა.  

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა - მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.

 

close დახურვა