logo
ENG



ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის დასრულებას არ დათანხმდება

22 იან 202408:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/y05irw3fb7ivj5o.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მძევლების გაცვლის სანაცვლოდ ომის დასრულების შესახებ ჰამასის მოთხოვნას არ დათანხმდება.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჰამასმა ღაზაში დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ომის დასრულება, პალესტინელი პატიმრების გამოშვება და ღაზიდან ისრაელი ძალების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ის ამ პირობებს არ მიიღებს.

"დღედაღამ ამაზე ვმუშაობ, მაგრამ ყველაფერი ცხადი რომ იყოს: სრულიად უარვყოფ ჰამასის მონსტრების მხრიდან დანებების პირობებს. თუ ამას დავთანხმდებით, ჩვენი სამხედროები დაეცემიან ამაოდ, თუ ამას დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემას ვერ შევძლებთ", - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის, ეგვიპტესა და კატარს სურს ისრაელი შეუერთდეს ჰამასთან მოლაპარაკებების ახალ ფაზას, რომელიც მძევლების გათავისუფლებით დაიწყება და ღაზიდან ისრაელის ძალების გასვლასაც მოიცავს.


close დახურვა